პროექტის სახელწოდება : ახალი წლის ტრადიციები ინგლისში, საქართველოსა და შვედეთში.
პროექტის მოკლე აღწერა : პროექტში მონაწილე მოსწავლეები გადმოგვცემენ თუ, როგორ ხვდებიან ახალ წელს აღნიშნულ ქვეყნებში . რა მზგავსი და განსხვავებული ტრადიციები გააჩნიათ. რომელ ქვეყანაში ისურვებდნენ ახალი წლის შეხვედრას.
პროექტის მიზნები : მოსწავლეები შეიტყობენ საინტერესო ფაქტებს ამ სამი განსხვავებული ქვეყნის შესახებ და უფრო დაინტერესდებიან მეტი გაიგონ მათი კულტურული ცხოვრებისა და ტრადიციების შესახებ.
მონაწილეთა ასაკი : 16-17 წელი .კლასი XI.
ვადები/ხანგრძლივობა : 15-25 დეკემბერი.
მოსალოდნელი შედეგები : მოსწავლეების დაინტერესება ამ ქვეყნების ტრადიციებისა და კულტურული ცხოვრების შესახებ.
ძირითადი რესურსები : ინტერნეტი და სახლის ბიბლიოთეკა.
პროექტის მიზანი : მოსწავლეების ინტერესის აღძვრა წაიკითხონ მეტი სხვადასხვა ხალხის კულტურული ცხოვრების შესახებ.გაუზიარონ ცოდნა ერთმანეთს და აიმაღლონ ინტელექტი.
პროექტის მსვლელობა:
ახალი წელი — დღესასწაული მრავალ კულტურაში ადგილობრივად მიღებული კალენდრის მიხედვით, რომელიც დგება წლის ბოლო დღიდან მომავალი წლის პირველ დღეზე გადასვლის მომენტში. გრიგორიანული კალენდრის მიხედვით, ახალი წელი დგება პირველ იანვარს.
ინგლისი-შუა საუკუნეებში ინგლისში ახალ წელს ხვდებოდნენ გაზაფხულზე– 1 მარტს.
საახალწლო მისალოცი ბარათების ტრადიცია წარმოიშვა ინგლისში. ინგლისში და ამერიკის შეერთებულ შტატებში საყვარელ ოჯახურ დღესასწაულად ითვლება შობა.
ახალ წელს ინგლისელები ტრადიციულად გამოდიან მთავარ მოედანზე, რომ მიულოცონ ერთმანეთს ახალი წლის დადგომა ბიგ–ბენის ზარების რეკვის ფონზე.
შვედეთი-შვედეთში ახალი წლის დადგომამდე ბავშვები ირჩევენ სინათლის დედოფალს ლუჩიას. მას გამოაწყობენ თეთრ კაბაში, ხოლო თავზე დაადგავენ გვიგვინს ანთებული სანთლებით. ლუჩიას მოაქვს საყვარელი ნუგბარი ბავშვებისთვის და შინაური ცხოველებისთვის: ბავშვებისთვის – ტკბილეული, კატისთვის– ნაღები, ძაღლისთვის– ძვალი, ვირისთვის– სტაფილო.
საქართველო-ახალი წლის ტრადიცია ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვანაირია , ქართული ტრადიციის მიხედვით თოვლის ბაბუა თეთრ ჩოხაში გამოწყობლი წვერ-ულვაშიანი მოხუცია, რომელსაც ხურჯინი აქვს გადაკიდებული და ბავშვებს საჩუქრებს ჩუქნის. საქართველოში ახალი წელი თოვლის ბაბუასთან ერთად მეკვლესთანაც ასოცირდება. ტრადიციის მიხედვით , მეკვლეებს დიდი მოწიწებით ირჩევენ იგი პირველია ვინც ახალი წლის ღამეს შედის ოჯახში და ხვავსა და ბარაქას უსურვებს მათ. ახალი წლის თარიღს საქართველოში ხშირად ცვლიდნენ. მე_7 საუკუნებდე ახალ წელს აგვისტოში აღნიშნავდნენ, მე_7 საუკუნიდან მე_9 საუკუნის დამდეგამდე - სექტემბერში , შემდგომ კი ახალი წელი მარტში გადაიტანეს.